მარიზა ქეთელაური
პირველი დღის რეფლექსია.
- შეხვედრა დაიწყო ძალიან საინტერესო აქტივობით: მონაწილეებმა წარვუდგინეთ ჩვენი თავი ტრენერს.
- გავაკეთეთ რუკაზე ადგილმდებარეობის მონიშვნა და ამ ლინკის შემდეგ შესაბამის ადგილას გამოყენება/ჩასმა
- გუგლ-დრაივ-ფორმ-ში ვისწავლეთ შექმნილი ფორმის გაგზავნა და ის თუ შემდეგ ვინ როგორ შეავსო ერთ excel-ის ფორმაში წარმოჩენა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხშირად გამოვიყენებ შემდეგ სასწავლო პროცესის დროს და მისი ლინკის შესაბამის ადგილას ჩაშენება.
- ვისწავლეთ ჩვენს ბლოგში ახალი ბლოგის შექმნა.
- მოვახდინეთ ეთვინინგის გვერდზე ტრენერთან დამატება.
- ჩემთვის ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა ეს ტრენინგი, რისთვისაც დიდი მადლობას გიხდით ქალბატონო ხათუნა. იმედი მაქვს შემდეგი ტრენინგებიც მსგავსად საინტერესო იქნება.
მეორე დღის რეფლექსია
- მოლოდინი გამართლდა და მეორე დღის ტრენინგიც აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.
- ეთვინინგში მოვახდინეთ ღონისძიების ჩანიშვნა.
- ბითებლში შევქმენით ვიდეორგოლი.
- ვიმუშავეთ პოსტერვოლში.
- თრაისიდერში- გამოკითხვის გვერდი.
- გენიალში შექმნილი პრეზენტაცია კი თვინსპეისზე მოვათავსეთ.
მესამე დღის რეფლექსია
- გავიმეორეთ პროექტში გაწევრიანება და წევრბის დამატება ითვინინგის პორტალზე.
- გვერდების სწორად დალაგება თვინსპეისში და მასში შექმნილი მასალების ლინკების და ემბედ კოდების ჩაშენება.
- იმეიზი-ს გვერდზე საინტერესო პრეზენტაციის შექმნა.
- იშუა-ს საიტზე ნებისმიერი პრეზენტაცის თუ Pdf-ფაილის წიგნად გადაქცევა და გამოქვეყნება.
მეოთხე დღის რეფლექსია
- როგორც წინა ტრენინგები ეს ტრენინგიც საინტერესოდ წარიმართა. კერძოდ: ეთვინინგის პროგრამაში მოვახდინეთ ონლაინ ჩართვა და ვოკის პროგრამა განვიხილეთ.
- ვისწავლეთ ქვიზლეტის გამოყენება სადაც შევქმენით კითხვარი.
- გავეცანით თუ როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თავი ხარისხის ნიშანზე.
- მიმოვიხილეთ ბლოგის გვერდების ჩამატება, დიზაინის შექმნა და მასში მასალების მოთავსება.
- მადლობა თქვენ ქალბატონო ხათუნა რომ ასე საინტერესოდ გავატარეთ ეს 4 დღე.
ეთვინინგში ჩემს პროექტს ასე აქვს და რითი გავააქტიურო იქნებ დამეხმაროთ?
Comments
Post a Comment